ახალი ამბები

ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ხანძარია

15 აგვისტო, 2019 • 900
ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ხანძარია

ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ხანძარია. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ნაგებობის სასხვენო გადახურვას უკიდია.

უწყების თანახმად, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, ასევე სამედიცინო ჯგუფები არიან მობილიზებულნი.

“დაშავებული არავინაა. შენობა ევაკუირებულია”, – აღნიშნავენ უწყებაში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ფოტო გარეკანზე: sknews.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი