“ეს ტელეკომპანია “ნაციონალური მოძრაობის” აგიტმანქანაა და ხაზს ვუსვამ – არანაირი პრეტენზია არა მაქვს. თავის დროზე “რეალ.ტვ” იყო ჩემი “სპარინგპარტნიორი” და მე კარგად ვაჩვენებდი საზოგადოებას რეალობას. დღეს “რუსთავი 2” გაფართოებულ “რეალ.ტვ”-ს წარმოადგენს და მას სიამოვნებით გავიხდიდი “სპარინგპარტნიორად”. სიცრუეს სიმართლით დავაბალანსებთ, დღის წესრიგის შეცვლას მოვახერხებთ და თუნდაც ერთი ტელეპროექტით არ მივცემთ საშუალებას, რომ საზოგადოება სიცრუესა და ვირტუალურ რეალობაში აცხოვრონ. ადრე ქმნიდნენ ვირტუალურ რეალობას, რომ ყველაფერი კარგად არის, დღეს კი ამტკიცებენ, თითქოს ქვეყანა იქცევა”,- ამბობს ივანიშვილი “კვირის პალიტრასთან” საუბრისას.