ახალი ამბებირეკლამა

„თბილისი ენერჯი“ ივლისის თვის სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს

15 აგვისტო, 2019 • 1294
„თბილისი ენერჯი“ ივლისის თვის სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს

კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ამოწმებს საცხოვრებელი ფართებსა და გაზგაყვანილობას, კუსტარულად დამონტაჟებულგაზდანადგარებს.

კომპანიის სპეციალისტებმა ივლისში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, სულ, 2702დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული დასიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებულიდა ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კიჩახსნილი.

თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზეწყალგამაცხელებლები და გამათბობლები თვითნებურად მიაერთეს. კომპანია კიდევერთხელ გაფრთხილებთ – კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენიოჯახის წევრებისთვის, ისე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.

კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინესსპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა დაგაზდანადგარები.

მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებიცთავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოებისნორმების აუცილებლობაში.

გთავაზობთ 2019 წლის ივლისში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათოდანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით. ჯამში, საუბარია 2702 დარღვევაზე:

[checklist]

  • ისანი-ვაზისუბანი 557
  • სანზონა 332
  • ჩუღურეთი 277
  • სამგორი 276
  • წყნეთი 257
  • გლდანი 197
  • კრწანისი 184
  • საბურთალო 174
  • ნაძალადევი 171
  • ნუცუბიძე 93
  • დიდუბე 65
  • დიღომი 51
  • ვაკე 40
  • მთაწმინდა 28

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი