ახალი ამბები

ბაკურიანში 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება – თურნავა

14 აგვისტო, 2019 • 742
ბაკურიანში 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ბაკურიანში 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება, რაც, მისი თქმით, 20 კმ-მდე ახალ სასრიალო ტრასებს ნიშნავს.

ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ მშენებლობის დაწყების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფსა“ და საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის გაფორმდა.

“ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო დიდი და ამბიციური გეგმები, მათ შორის დღევანდელი პროექტიც, როცა საფუძველი ეყრება ახალ განვითარებას დიდველზე – საერთაშორისო დონისა და სტანდარტების შესაბამისად, კომპანია „დოპელმაიერის“ მიერ აშენდება 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო, რაც ნიშნავს დაახლოებით 20 კილომეტრამდე ახალ სასრიალო-სათხილამურო ტრასებს“, – თქვა ნათია თურნავამ დღეს, 14 აგვისტოს პროექტის წარდგენისას.

საბაგიროები,  თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდველისა დაკოხტაგორის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი