ახალი ამბები

ოთარ აბესაძეს ქრთამის აღება არ დაუდასტურდა

14 აგვისტო, 2019 • 6560
ოთარ აბესაძეს ქრთამის აღება არ დაუდასტურდა

[red_box] შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ ოთარ აბესაძე ქრთამის აღებაში სცნეს დამნაშავედ. აბესაძისთვის გამოტანილი განაჩენის ინტერპრეტირება სათაურში  არასწორად მოხდა. აბესაძისთვის გამოტანილი განაჩენი არ გულისხმობს ქრთამის აღებას.

ნეტგაზეთი ბოდიშს იხდის აბესაძის რეპუტაციის დამაზიანებელი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.[/red_box]

პროკურატურის მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წლის 10 ივლისს, ოთარ აბესაძეს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და ის ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

[gray_box]

სსკ-ის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს:

ზეგავლენით ვაჭრობა:

პირის მიერ, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მოთხოვნა ან მიღება, ასევე ასეთის თაობაზე დაპირების ან შეთავაზების მიღება, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენით სასურველი შედეგი,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

[/gray_box]

როგორც პროკურატურაში ნეტგაზეთს განუცხადეს, აბესაძეს ქრთამის აღების ბრალდება – 339-ე მუხლი – საქმის განხილვის ეტაპზე გადაუკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმე დანაშაულად, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. როგორც ოთარ აბესაძემ ნეტგაზეთს უთხრა, ის მოგვიანებით ისაუბრებს თავისი საქმის დეტალებზე.


გამოძიება თავდაპირველად აცხადებდა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 3 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

აბესაძე 2017 წლის ივლისში დააკავეს, 2018 წლის 15 იანვარს კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის ვალდებული იყო, სასამართლოსთვის პასპორტი ჩაებარებინა. აბესაძის გათავისუფლებამდე მისმა ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნაც წარადგინეს, სადაც მათი თქმით, ეწერა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ოთარ აბესაძე წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური სახე და სატელევიზიო გადაცემების ხშირი სტუმარი იყო. მის პირად ფეისბუკ გვერდზე ამ დრომდე იძებნება სხვადასხვა თანამდებობის პირთან და ცნობილ ადამიანთან გადაღებული ფოტოები.

ოთარ აბესაძე

ოთარ აბესაძე

ოთარ აბესაძე

ოთარ აბესაძე

ოთარ აბესაძე

ოთარ აბესაძე

ოთარ აბესაძე

ოთარ აბესაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი