ახალი ამბები

ორი თავდასხმა კოპენჰაგენში – დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელიც

15 თებერვალი, 2015 • • 966
ორი თავდასხმა კოპენჰაგენში – დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელიც

კოპენჰაგენის ცენტრში ერთ-ერთ კაფეში, გუშინ 14 თებერვალს სიტყვის თავისუფლების თემაზე დისკუსია გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეს შვედ კარიკატურისტ ლარს ვილკსის  დიდი ხანია ემუქრებიან  2007 წელს მუჰამედის კარიკატურის დახატვის გამო. დისკუსიის დროს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ლარს ვიკსი უვნებელი გადარჩა.


გუშინვე, კოპენჰაგენის იმავე რაიონში [ნორებრო] მდებარე სინაგოგასთან ერთი ებრაელი მოკლეს და პოლიციის ორი ოფიცერი დაჭრეს.

 

კოპენჰაგენის პოლიციის განცხადებით, მოგვიანებით მათ მოკლეს ერთი შეიარაღებული პირი და მიმდინარეობს გამოძიება უკავშირდება თუ არა ეს სამი შემთხვევა ერთმანეთს.

 

BBC-ის ინფორმაციით, კოპენჰაგენის ნორებროს რაიონში, სადაც გუშინ ეს ყველაფერი მოხდა ძირითადად იმიგრანტები ცხოვრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი