ახალი ამბები

პოროშენკო: მინსკის მოლაპარაკებები დიდი საფრთხის წინაშეა

14 თებერვალი, 2015 • • 1148
პოროშენკო: მინსკის მოლაპარაკებები დიდი საფრთხის წინაშეა

მინსკში გამარშული მოპალაპარაკებების მიხედვით, ცეცხლი დღეს საღამოს უნდა შეწყდეს. ამის მიუხედავად, უკრაინის კარის ინფრმაციით, პრორუსი ძალები არ წყვეტენ სტტატეგიულად მნიშვნელოვან სოფელ დებალცევოზე შეტევას.

 

პრორუსი ძალები დაზავებადე ასევე ცდილობდნენ, რომ ხელში ცაეგდოთ საზღვაო ქალაქი მარიუპოლი, აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, თუმცა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ დასუზტებული არაა.

 

BBC-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდნეტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მინსკში მიღწეული შეთანხმება ჩაშლის საფრთხის წინაშე დგას და დაადანაშაული რუსეთი, რომ კვლავ აგრძელებს სეპარატისტების გაძლიერებას.

 

“არის თავდასხმა არამარტო უკრაინის მოქალაქეებზე, არამედ თავად მინსკის შეხვედრის შედეგებზე. ამ შეთანხმების შემდეგ რუსეთის შეტევები მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რის გამოც ვფიქრობ, რომ მინსკის შეთანხმება დიდი საფრთხის ქვეშაა”, – განაცხადა პოროშენკომ.

 

აშშ-ს ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პიატმა ტვიტერზე გაავრცელა სატელიტით გადაღებული ფოტო, იმის მადასტურებლად, რომ დებალცევოსთან რუსეთის შეიარაღებაა განლაგებული.

 

როიტერის” ცნობით, დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნები რუსეთს აფრთხილებენ, რომ მინსკის შეთანხმების დაუცველობის შემთხვევაში ისინი მზად არიან “შესაბამისი ზომები მიიღონ ყველას მიმართ, ვინც მინსკის შეთანხმებას დაარღვევს.”

 

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში 11 თებერვალს მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმიანის პირველი პირების მონაწისლეობით გაიმართა. მოლაპარაკებების მიხედვით, რომელიც 16 საათს გაგრძელდა გადაწყდა, რომ საომარი მოქმედებები აღმსოავლეთ უკრაინაში 15 თებერვლის 00:00 საათზე უნდა შეწყდეს.

 

შეთანხმება ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების გაყვანის შემდეგ, უკრაინის კანონმდებლობისა და “ლუგანსკისა და დონეცკის მხარეების ცალკეული რაიონების დროებითი ადგილობრივი თვითმმართველობის” შესახებ კანონის შესაბამისად, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისა და ამ რაიონების მომავალ რეჟიმებზე დიალოგი უნდა დაიწყოს.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალ ტუსკი, ბელგია, ბრიუსელში. (C) EPA, 12.02.2015
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალ ტუსკი, ბელგია, ბრიუსელში. (C) EPA, 12.02.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი