ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა

14 თებერვალი, 2015 •
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა


როგორც სააკაშვილის ფეისბუკზე წერს, რეფორმების საერთაშორისო საბჭო წარმოადგენს – ორგანოს, რომლის მთავარი ამოცანაა, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობენ უკრაინაში, რეფორმების სწრაფ დანერგვას. საბჭოს მეშვეობით მოხდება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა უკრაინული კანონმდებლობის რეფორმირებასა და ასევე ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდაში.

 

სააკაშვილისვე განცხადებით, ახალ თანამდებობაზე მუშაობისათვის, მას არ ჭირდება უკრაინის მოქალაქეობის მიღება, ის რჩება საქართველოს მოქალაქედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი