ახალი ამბები

ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ტვ “პირველში” შსს-ს გამომძიებლები იმყოფებიან

13 აგვისტო, 2019 • 752
ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ტვ “პირველში” შსს-ს გამომძიებლები იმყოფებიან

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებიან “ტვ პირველში” და ადგილზე მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა.

“ტვ პირველში” აცხადებენ, რომ არხის სერვერზე კიბერშეტევა დღეს დილით განხორციელდა და მას შემდეგ არხის პირდაპირ ეთერში მუშაობა პარალიზებულია. 

“პარალიზებულები ვართ იმიტომ, რომ ამ მომენტისთვის გათიშულია სერვერი, რათა არ მოხდეს ამ ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება. შსს-დანაც მოვიდნენ გამომძიებლები და ერთად ვიკვლევთ შესაძლო სცენარებს, რა შეიძლება იყოს ეს,” – ამბობს “ტვ პირველის” კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე ჩვენთან საუბრისას. 

კიბერთავდასხმის გამო ეთერში ვერ გადის საინფორმაციო გამოშვება, რის გამოც არხზე ფილმებს უჩვენებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი