სომხეთის ომბუდსმენი მიმართავს საერთაშორისო სტრუქტურებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩენილი 19 წლის ჯარისკაცის, არაიკ ღაზარიანის საკითხთნ დაკავშირებით.
არწახის [მთიანი-ყარაბაღი] არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყების ცნობით, ჯარისკაცმა საბრძოლო პოზიცია გაურკვეველ ვითარებაში დატოვა და აზერბაიჯანულ მხარეს მოხვდა.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით კი, ჯარისკაცი არაიკ ღაზარიანი საკუთარი სამხედრო ნაწილიდან სხვა სამხედროების მიერ არაადამიანური მოპყრობის გამო გაიქცა და ახლა მათთან იმყოფება.
სომხეთის სახალხო დამცველის, არმან ტატოიანის განცხადებით, უკვე შეხვდა სომხეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელძღვანელს, კლერ მეითროუს და გეგმავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მისი უფლებების დაცვის გარანტიების მოთხოვნით საერთაშორისო სტრუქტრებს მიმართოს.