ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა 82 000 ლარის უაქციზო სიგარეტი ამოიღო

13 აგვისტო, 2019 • 2100
საგამოძიებო სამსახურმა 82 000 ლარის უაქციზო სიგარეტი ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში 22 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო. 10 ასეთ საქმეზე უწყებამ 12 პირი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 82 000 ლარს აღემატება. გამოძიება კი  მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარებს, რაც მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვას გულისხმობს. ეს მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი