2015 წლის დასაწყისში ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ისა შახმარლიმ ლგბტ დროშით საკუთარ სახლში თავი ჩამოიხჩო.
“მე გტოვებთ, ღმერთმა დაგლოცოთ. ეს ქვეყანა და მსოფლიო არ არის ჩემთვის”, – წერს ისა გამოსამშვიდობებელ წერილში.
ისას სიკვდილის შემდეგ ორგანიზაციას მუშაობა არ შეუწყვეტია, თუმცა მალევე ორგანიზაციის წევრები რეიდების და გადაადგილების შეზღუდვის ობიექტები გახდნენ.
2014 წლის სექტემბერში ორგანიზაცის დამაარსებელი წევრები ეროვნული სამიზნეები გახდნენ, მას შემდეგ, რაც პრესაში მათი ნიშნობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რასაც მუქარებიც მოჰყვა. წყვილმა თავშესაფარი სხვა ქვეყნას სთხოვა, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაცით, მათი გაქცევის მცდელობა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩაშალა, როცა მათ პასპორტები ჩამოართვა.
2015 წლის დასაწყისში, ორგანიზაციის ვებ-გვერდი რელიგიურმა ექსტრემისტებმა დაჰაკეს და ასეთი შეტყობინება დატოვეს – ჩვენ თქვენ გაგანადგურებთ. შეტყობინების გვერდით ჯიჰადისტების დროშაც იყო გამოსახული.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |