ახალი ამბები

შავლიაშვილი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მოხდა საეჭვო ფინანსური გადარიცხვები

13 თებერვალი, 2015 •
შავლიაშვილი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მოხდა საეჭვო ფინანსური გადარიცხვები

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის განცხადებით უწყებაში საკადრო გადაადგილებები მოხდა:


“მათ შორის წყლის მომრაგების კომპანიაში. შეიცვალა მენეჯმენტი მთლიანად. ახალი მენეჯმენტის მოსვლის შედეგად, გვქონდა კონსულტაციები ერთმანეთთან.  დავალება მიიღო მენეჯმენტმა, რომ სრულად მოხდეს შესწავლა გაერთიანბული წყალმომარაგების კომპანიის ფიანნასური დოკუმენტების. მოხდა ფინანსური ანალიზი. ახალმა მენეჯმენტმა მოითხოვა კონტროლის პალატის შემოყვანა და სრული აუდიტის გაკეთება წყლის კომპანიაში.  ფინანასური ანალიზის დროს მოხდა საეჭვო ვითარების აღმოჩენა. დარღვევები 2013 წლის მარტის თვიდან 2014 წლის ბოლომდეა. იყო საეჭვო გადარიცხვები, რაც წყლის კომპანიის ხელმძღვანელობამ გადმოაგზავნა სამინისტროში პირადად ჩემს სახელზე. ჩვენ შევისწავლეთ სამინისტროში და მივიჩნიეთ, რომ იყო არსებული დარღვევები და შს სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადავუგზავნეთ მთლიანი მასალები. ეს იყო 4 თებერვალს. გამოძიება მუშაობს და საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”  

 

შს სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტის გამომძებელი გიორგი ქურდაძე ამბობს, რომ 2015 წლის 4 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გაერთიანებულ წყალმმომარაგების კომპანიაში 2013-2014 წლებში თანხების შესაძლო მითვისებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შევიდა. რის საფუძველზეც იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით. (თანხის მითვისება ან გაფლანგვა)

 

“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმდებები. დაკითხულნი არიან მოწმეები, ამოღებულია დოკუმენტაცია. როგორც წყალმომარაგების კომპანიიდან ისე შესაბამისი საბანკო დაწესებულებებიდან. ჩატარებულია თემატური რევიზია. გამოძიების მიმდინარე ეტაპზე საქმეზე არცერთი პირი დაკავებული არ არის” – აცხადებს ქურდაძე.  

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგის გამართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიში არსებულ კორუფციულ სქემაზე, 2,5 მლნ ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და ერთი პირის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა.


“რამოდენიმე დღის წინ სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით (ორ მილიონზე მეტი ლარი) გაფლანგისთვის დააკავეს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ­მომარაგების კომპანიის“ (სგწკ) ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ამჟამად სატყეო დეპარტმენტის თავჯდომარეს მოადგილე თამარ ფხოველიშვილი. მთავრობა ამ შემთხვევას გარკვეული მოსაზრებებით არ ახმოვანებს”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი