საქართველოს სახალხო დამცველისთვის, 2015 წლის 12 თებერვალს, ელექტრონულ მედიაშიგავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანებმა, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე, ვერ შეძლეს ღონისძიებაზე დასწრება, ვინაიდან არ იყო გათვალისწინებული მათი საჭიროებები – არ მოხდა პანდუსების დამონტაჟება, რომელიც სპორტის სასახლეს აქვს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იძულებულნი იყვნენ გადაადგილებულიყვნენ დაცვის თანამშრომლეთა დახმარებით, რის გამოც, მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს დაწესებულება.
“გარემოს მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს, რომლის მოგვარების გარეშეც შეუძლებელია მათი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული უფლებების სათანადოდ რეალიზება და სრულყოფილი მონაწილეობა საზოგადოებრივ აქტივობებში. არაადაპტირებული გარემო და პირობები უმეტესად ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის საფუძველი” -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით დაიწყოს აღნიშნული ფაქტის შესწავლა.
თბილსის სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის საიუბილეო საღამო 12 თებარვალს აღინიშნა.