ახალი ამბები

რას ითვალისწინებს მინსკში მიღწეული შეთანხმება

12 თებერვალი, 2015 •
რას ითვალისწინებს მინსკში მიღწეული შეთანხმება

შეთანხმების დოკუმენტის პირველივე პუნქტი ცეცხლის შეწყვეტას შეეხება. მოლაპრაკების თანახმად, ლუგანსკისა და დონეცკის ცალკეულ რაიონებში ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათიდან უნდა შეწყდეს.


აღნიშნული პროცესის წარმართვას OSCE სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მხარდაჭერით უზრუნველყოფს. 

 

ერთ-ერთი პუნქტი კონფლიქტის ზონიდან უცხოური შეიარაღებისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის უპირობო გაყვანას ითვალისწინებს. ამ პროცესებზე ეფექტური მონიტორინგი კი OSCE-მ უნდა განახორციელოს. 

 

შეთანხმების თანახმადვე, შეიარაღებული ძალების გაყვანის შემდეგ, უკრაინის კანონმდებლობისა და “ლუგანსკისა და დონეცკის მხარეების ცალკეული რაიონების დროებითი ადგილობრივი თვითმმართველობის” შესახებ კანონის შესაბამისად, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისა და ამ რაიონების მომავალ რეჟიმებზე დიალოგი უნდა დაიწყოს. 

 

გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს შეწყალებისა და ამინისტიის კანონით განსაზღვრას და ლუგანსკისა და დონეცკის კონფლიქტის ზონებში პროცესებში მონაწილე ადამიანების დევნისა და დასჯის აკრძალვას. 

 

მხარეები ასევე თახმდებიან ტყვებიისა და უკანონოდ დაკავებულ პირთა გათავისუფლებაზე, და კონფლიქტის ზონებში ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო უზრუნველყოფაზე. 

 

შეთანხმებაში წერია, რომ სახელმწიფო საზღვარზე და კონფლიქტის ზონაზე სრული კონტროლის აღდგენას უკრაინის მთავარობა კონფლიქტურ რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან პირველივე დღიდან შეძლებს. 

 

ვალდებულებებს შორისაა უკრაინის მიერ საკონსტიტუციური რეფორმების ჩატარება, რომელიც დეცენტრალიზაციის ელემენტს ითვალისწინებს. ასევე კონფლიქტის ზონებში ენობრივი თვითგამორკვევის უფლებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობას ამავე რაიონებში პროკურატურებისა და სასამართლოების ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესში. 

 

ამასთან, უკრაინის მთავრობა აღნიშნულ რაიონებს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში უნდა დაეხმაროს. 

 

გარდა ამისა, ლუგანსკისა და დონეცკის კონფლიქტურ რაიონებში საზოგადოებრივი წესრიგის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებებით სახალხო მილიციის დანაყოფები უნდა შეიქმნას. 

 

ადგილობრივი საბჭოების დეპუტატებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვადამდელი არჩევნების დროს არიან არჩეული ამ რაიონებში, უფლებამოსილება ვადამდე არ უნდა შეუწყდეთ

 

შეთანხმებას სამმხრივი კომისიის წევრები ხელს ელჩი, ჰაიდი ტალიავინი, უკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა და უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ელჩი მიხეილ ზურაბოვი აწერენ.

 

გუშინ, 11 თებერვალს ბელორუსის დედაქალაქში დაწყებული დახურული მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, რომელშიც რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმიანის პირველი პირები მონაწილეობენ, 16 საათი გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი