ახალი ამბები

IDFI: შსს-ს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

12 თებერვალი, 2015 •
IDFI: შსს-ს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

ორგანიზაციის შეფასებთ, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის გაცემის გაუმჯობესების კუთხით ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ქონდა: მისი მაჩვენებელი 23%–ით გაუმჯობესდა და 98% შეადგინა.  

 

IDFI-ის გაუმჭვირვალობის სერთიფიკატს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის საქართველოს შს სამინისტროს გადასცემს, რომელსაც ორგანიზაციის ცნობით უწყებებს შორის, საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. 

 

IDFI-ის ხელმძღვანელის გიორგი კლდიაშვილის ინფორმაციით, საჯარო დაწესებულებებში 2013 წელთან შედარებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 15%-ით შემცრდა. 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI, ინფორამციის საჯაროობის ხარისხს, პროექტის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა www.opendata.ge – ს ფარგლებში 2010 წლიდან აფასებს. პროექტი ხორციელდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭრით. 

 

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ხელმძღვანელის ქეთი ხუციშვილის განცახდებით, 2014 წელს საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის გამჭვირვალეობის ხარისხი შემცირდა:

 

“როდესაც 2013 წლის სექტემბერში IDFI-სთან ერთად წარვადგინე წინა წლის ანგარიში, ძალიან პოზიტიური ტენდენციები იყო. ტენდენდენცია იყო დაწესებულებათა გამჭვირვალობის გაუმჯობესების, ინფორმაციის მაქსიმალური მოწოდების და რეაგირების ინფორმაციის მოთხოვნაზე. სამწუხაროდ 2014 წელს ეს ტენდენცია გარკვეულად შებრუნდა. არ არის ასეთივე მზაობა სამინისტროების და სხვა უწყებების მხრიდან ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აჩვენებს იმას, რომ ეს პროცესი შეუქცევადი არ არის. კვლევა გვიჩვენებს, რომ დღესაც არიან გამჭვირვალე დაწესებულებები, რომლებიც 100%-ით მზად არიან გასცენ მოთხოვნილი ინფორმაცია. მაგრამ არიან დაწესებულებები,რომელთაგანაც ინფორმაციის მოწოდება 2013 წელთან და 2012 წლის დასაწყისთან შედარებით. განსაკუთრებით გაუმჭვირვალობით გამოირჩევა შინაგან საქმეთა სმინისტრო, სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ფინანსთა სამინისტრო. “

 

IDFI-ის გუნდის მიერ 2014 წელს პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 5 466 განცხადება 308 საჯარო დაწესებულებაში გაიგზავნა.

 

IDFI-ის ცნობით, სტატისტიკური შედეგები ასე გამოიყურება: სრულყოფილი პასუხი მიიღეს მოთხოვნილი ინფორმაციის 66,4%-ზე. არასრულყოფილი პასუხი მიიღეს მოთხოვნილი ინფორმაციის 6,5%-ზე. უარი მოთხოვნილ ინფორმაციაზე მიიღეს 1,5%-ზე და უპასუხო ინფორმაცია არის 25,6%. 

 

 IDFI-ის ცნობით ასევე სიგელი გადაეცათ 2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის შემდეგ საჯარო დაწესებულებებს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.  

 

IDFI-ის  ანგარიშში ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სიგელები გადაეცემა ყველა იმ უწყებას, რომლებმაც პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს. ასეთი არის სულ 38 დაწესებულება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი