ახალი ამბები

პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 180 ქვეყანას შორის 69–ე ადგილს იკავებს

12 თებერვალი, 2015 •
პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 180 ქვეყანას შორის 69–ე ადგილს იკავებს

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში 2012 და 2013 წლების მღელვარე არჩევნების შემდეგ, მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, რომელიც ხელს უშლის რეფორმების რეალიზებას, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგი სახეზეა.


“მედია გამჭვირვალობის საკითხი საგრძნობლად გაუმჯობესებულია, თუმცა, საინფორმაციო გამოშვებები პოლიტიკურად პოლარიზებული და ჯერჯერობით ნაკლებად დამოუკიდებელია”, – ნათქვამია ანგარიშში. 

 

რეიტინგის მიხედვით, საქართველოს, რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი აქვს.  [162 – აზერბაიჯანი, 78 – სომხეთი]. 180 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების მიხედვით, საუკეთესო შედეგი ფინეთს, ნორვეგიას, დანიას, ნიდერლანდებს და შვედეთს აქვს.

 

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, რუსეთის რეიტინგი 152-ია, უკრაინის -129. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი