ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, ჯარზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს

12 თებერვალი, 2015 •
ღარიბაშვილის თქმით, ჯარზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს

“წლების განმავლობაში თქვენს უწყებაში არ განხორცელებულა ძირეული ცვლილებები, ის კი არა, დაწყებული კეზერაშვილი, ახალაია და რომელი ერთი მინისტრი არა, მათი კადრების შენახვა და დაწინაურება ხდებოდა წლების განმავლობაში, როცა თქვენ მიხვედით მინისტრად, თქვენ დაიწყეთ ამის ცვლილებები. სწორედ ამიტომაა ამხელა აგრესია და უკვე ჩვენი ყოფილი კოალიციის წევრებიდან”, -ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ტავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს.

 

ღარიბაშვილის თქმით, წორედ ამ ცვლილებებმა განაპირობა მიზანმიმართული შეტევა ჯერ სამართალდამცავ, შემდეგ ძალოვან, უწყებებზე.

 

“ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში არის მიზანმიმართული შეტევა სამართალდმცავ ორგანოებზე, თავიდან დაიწყეს შეტევები პოლიციაზე, სპეცსამსახურებზე, შემდეგ გადავიდნენ ჯარზე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება. ამას სჭირდება ძალიან კარგი ანალიზი ამას სჭირდება ძალიან კარგი შეფასება პოლიტიკოსების მხრიდან და საზოგადოების მხრიდან. ყოვლად დაუშვებელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრდიტაციის მცდელობას ჰქონდეს ადგილი. გამოკვეთილია, სახეზეა ყველას ის პირი, ვინც ამას სჩადის ღიად და დაუფარავად. ამას ადრე თუ გვიან გაეცემა შესაბამისი პასუხი. ის კამპანია, რაც ააგორეს მინისტრ ჯანელიძის წინააღმდეგ ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ჯარი არის ყოვლად დეპოლიტიზირებული დღეს საქართველოში, პოლიცია სპეცსამსახურები. ასე რომ მინდა ყველას მივმართო, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ როცა აკეთებენ განცხადებებს და მოგიწოდოთ თქვენ, მინისტრებს, რომ მაქსიმალურად განმარტოთ თქვენს უწყებებში მიმდინარე ცვლილებები ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორად და გავრძელებთ წინსვლას. უფრო მეტიც, თქვენ შგეგძლიათ შეტევაზეც გადახვიდეთ, იმიტომ რომ როცა სამართლიანობას არ იცავენ და ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი სიმართლე და განუმართოთ საზოგადეობას თქვენ სუწყებებშ მიმდინარე ცვლილებები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

2015 წლის 10 თებერვალს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძე გადადგა და იმავე დღეს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, რობერტ გრიგალაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი