მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე მინსკში, რომელსაც საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის პირველი პირები აწარმოებდნენ 13 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსეთის მედიის ცნობით, ნორმანდიული ოთხეულის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. საკონფერენციო დარბაზში უკვე იკრიბებიან ჟურნალისტები. მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს ზავის ამოქმედებას 14 თებერვლიდან, მძიმე ტექნიკის უკან დახევას და უსაფრთხოების ზონის შექმნას.