“გამოძიებაში ხდება მტკიცებულებების შეგროვება, ვუახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც ჩატარდება ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერტიზები, იმ ნივთმტკიცებებზე, რომლებიც არსებობს. ამ პროცესში ჩართული იქნებიან სავარაუდოდ უცხოელი ექსპერტები და საბოლოოდ ალბათ, მოხდება გვამების ექსზგუმაცია”,- განაცხადა გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას
მისივე თქმით გვამის ეგზგუმაციის ჩატარების გაჭიანურებას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა.
“ეს ალბათ უახლოეს მომავალში მოხდება”,-ამბობს ის.
მისივე თქმით, ექსპერტიზა 2005 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორმა გადაიღო. გოგლა ჟვანია ამბობს, რომ მას ეს ფირი არ უნახავს, თუმცა პროკურატურისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ექსპერტი ლევან ჩაჩუა ექსპერტიზის განმავლობაში გარდაცვლილთა ცხედრებს არ მიჰკარებია და ამ პროცედურებს სანიტრები ასრულებდნენ.
ცხედრის ექსგუმაციის შესახებ პირველად ყოფილმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 2013 წელს განაცხადა. მისი თქმით, საქმე უახლოეს მომავალში უნდა გახსნილიყო და ექსგუმაზიის თარიღი დადგენილიყო, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მისი და ქვემო ქართლის რწმუნებულის მოადგილის, რაულ იუსუპოვის გვამები თბილისში, ერთ–ერთ კონსპირაციულ ბინაში იპოვეს. ოფიციალური ცნობით, ისინი გაზის გამათბობლიდან გამოჟონილი მხუთავი აირით დაიღუპნენ. ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია მისმა ოჯახმა თავიდანვე ეჭვქვეშ დააყენა.
2012 წლის ოქტომბერში მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო.