2,6 მილიონი ლარი 89 საჯარო სკოლაში უკაბელო ინტერნეტისთვის – სკოლების ჩამონათვალი

საჯარო სკოლების უკაბელო ქსელით [თანმდევი ინსტალაციით] აღჭურვაზე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შერჩეული 89 საჯარო სკოლის WiFi სიგნალით უზრუნველსაყოფად სატენდერო თანხა 2 625 688 ლარია.

ტენდერის პირობის მიხედვით, „მოთხოვნილ სკოლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობის [დერეფნები, საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული ოთახები, სააქტო დარბაზი – გარდა დარბაზის გასახდელებისა] სრული დაფარვა WiFi სიგნალით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ლეპტოპების, პერსონალური კომპიუტერების ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 16 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 20 დეკემბრამდე.

სკოლების სრული ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნული ტენდერის ფარგლებში უკაბელო ქსელით უნდა აღიჭურვოს:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com