ახალი ამბები

სამმა სამინისტრომ ტუალეტის ქაღალდის შესაძენად ჯამში 25 055 ლარი გადაიხადა

10 თებერვალი, 2015 • • 1430
სამმა სამინისტრომ ტუალეტის ქაღალდის შესაძენად ჯამში 25 055 ლარი გადაიხადა

ფინანსთა სამინისტრომ  2900 ცალ, უმაღლესი ხარისხის ტუალეტის ქაღალდში, რომელსაც დროებით სარგებლობაში  74 ერთეული მექანიკური დისპენსერი მოჰყვბა, (დისპენსერის შუა ნაწილიდან ხდება ქაღალდის ამოღება) 15 080 ლარი გადაიხადა, პროდუქციის საცალო ფასი 5.20 ლარია. ფინანსთა სამინისტრიმ ასევე  21 120 ლარის ღირებულების 3 300 ცალი უმაღლესი ხარისხის ქაღალდისგან დამზადებული ქაღალდის ხელსახოცები შეიძინა. ქაღალდის ხელსახოცებს ტუალეტის ქაღალდის მსგავსად დროებით სარგებლობაში მოჰყვება 51 სენსორული დისპენსერი. ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული სატენდერო ხელშეკრულება ერთწლიანი პერიოდს მოიცავს.

 

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, უწყებას ტუალეტის ქაღალდის რაოდენობა არა ცალობაში, არამედ მეტრებში აქვს ნაანგარიშევი. ტენდერის თანახმად, სამინისტრომ  270 000 მეტრი ტუალეტის ქაღალდის შესაძენად 3780 ლარი გადაიხადა. შესყიდვა ერთ წელზეა გათვალისწინებული და 2015 წლის ირველი იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დროის პერიოდს მოიცავს.

 

 

თავდაცვის სამინისტრომ კი, 5 000 ცალი უმაღლესი  ხარისხის ორშრიანი ტუალეტის ქაღალდისთვის 6195 ლარს გადაიხადა, ტუალეტის ქაღალდის საცალო ფასი 1. 2  ლარია.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჰიგიენურ საშუალებებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებული არ აქვს. ტენდრში ორი კომპანია მონაწილეობს, ერთ-ერთი შეთავაზების თანახმად, 1300 ცალი 100%-იანი ცელულოზის, ორფენიანი, თეთრი ფერის, 10 სმ რულონის სიგანის ტუალეტის ქაღალდის შესასყიდად 4095 ლარის გადახდა მოუწევს, საცალო ფასი 3 ლარი და 15 თეთრია. მეორე შეთავაზების თანახმად,  1300 ცალი ტუალეტის ქაღალდის შესასყიდად 2990 ლარის გადახდა მოუწევს, ტუალეტის ქაღალდის საცალო ფასი 2 ლარი და 30 თეთრია.

 

სხვა უწყებების მიერ ჰიგიენურ საშუალებებზე გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ იძებნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი