ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალელ მოსწავლეებს ნიკარგუას დასათვალიერებლად წაიყვანენ

7 აგვისტო, 2019 • 1101
ცხინვალელ მოსწავლეებს ნიკარგუას დასათვალიერებლად წაიყვანენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს ნიკარაგუას დასათვალიერებლად გაგზავნიან.

“ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი მოსწავლეები ნიკარაგუაში გავგზავნოთ, რათა მათ ახლოს გაიცნონ ეს ქვეყანა, მისი კულტურა, საკუთარი თვალით ნახონ ღირსშესანიშნაობები”, – ამბობს ანატოლი ბიბილოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი.

მისივე განცხადებით, იგეგმება ეროვნული ანამბლების გაცვლითი ვიზიტებიც.

ნიკარაგუამ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მერე აღიარა. მას შემდეგ ნიკარაგუასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი