ახალი ამბები

ობამა: აშშ უკრაინისთვის თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიწოდებას განიხილავს

10 თებერვალი, 2015 •
ობამა: აშშ უკრაინისთვის თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიწოდებას განიხილავს

ობამას განცხადებით, რუსეთმა დაარღვია ყველა ის ვალდებულება, რომელიც მინსკის შეთანხმებითაა გათვალისწინებული. აშშ-ს პრეზიდენტმა ეს განცხადება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვერის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.  აშშ-ის პრეზიდენტს  გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პრესკონფერენციაზევე შეეკამათა, ობამამ ამერიკის მაღალჩინოსნების კრიტიკაც დაიმსახურა უკრაინის შეიარაღებაზე გაკათებული განცხადების გამო.

ანგელა მერკელთან ერთად პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ უკრიანისისთვის იარაღის მიწოდების საკითხი დღის წესრიგშია.

“თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა, მე ვთხოვ ჩემს გუნდს ყველა ვარიანტი განიხილოს”,- ამბობს ობამა.

მერკელის თქმით, იგი უკრაინაში ლეტალური თავდაცვითი იარაღის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, დიპლომატიური გზით კონფლიქტის გადაჭრას დიდი მიღწევები არ აქვს, მაგრამ  ფიქრობს, რომ სწორედ ამ გზით უნდა გაგრძელდეს კრისის მოგვარება.

რუსეთი თავის მხრივ უარყოფს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჯარის გაგზავნის შესახებ ბრალდებებს. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 9 ჯარისკაცი და 7 სამოქალაქო პირია საბრძოილო მოქმედებების შედეგად მოკლული.  უკრაინის კრიზისის გამო 5 300 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონ ნახევარი ადამიანი დეევნილად იქცა.

ანგელა მერკელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვაშინგტონში 9 თებერვალს შეხვდნენ. მხარეებმა უკრაინის კრიზისის გადაჭრის საკითხი განიხილეს.  გეგმა კონფლიქტის წინა ხაზიდან 50-70 კმ-ის მანძილზე დემილიტარიზაციას ითვალისწინებს.

ბოლო შეხხვედრა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით 6 თებერვალს კრემლში მერკელს ოლანდსა და პუტინს შორის გაიმართა. ახალი სამშვიდობო  ოთხმხრივი მოლაპარაკება რუსეთს, უკრაინას, გერმანიას და საფრანგეთს შორის ბელორუსიის დედაქალაქში მინსკში 11 თებერვალს უნდა გაიმართოს.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა  და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი © EPA

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა © EPA
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი