“კვირას” ინფორმაციით, ქუცნაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის უახლოეს დღეებში ყველა იმ ორგანიზაციის საინციატივო ჯგუფს შეხვდება და მართლმასაჯულების სფეროში საკუთარ ხედვებს გააცნობს. მისი თქმით, შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თუკი მას პარლამენტი და პრეზიდენტი მხარს დაუჭერენ, ის „ქართული ოცნების“ წევრობაზე უარს იტყვის.
„თუ პრეზიდენტი და პარლამენტი მხარს დაუჭერენ ჩემს კანდიდატურას, ვდგები იმ ვალდებულების წინაშე, რომ დავტოვო მმართველი პარტიის წევრობა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
„ვიცნობ რა გიორგი მარგველაშვილს, ის არ დაუშვებს პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაყოფას და დისკრიმინაციას. მე გამოვრიცხავ პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან დისკრიმინაციას“, -აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაცია დაუშვებელია.
„უნდა დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაცია დაუშვებელია. ეს სერიოზული გამოწვევაა. პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაყოფა მართებული არ იქნება “,- აღნიშნა ქუცნაშვილმა. მისი განცხადებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრემიერი ღარიბაშვილი საქმის კურსში არიან, რომ მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე 11 სამოქალაქო ორგანიზაციის წარდგინება მიიღო.