ახალი ამბები

გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე ხომ არ იდგა? – კობახიძე რ2-დან გათავისუფლებულ მურადაშვილზე

6 აგვისტო, 2019 • 871
გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე ხომ არ იდგა? – კობახიძე რ2-დან გათავისუფლებულ მურადაშვილზე

“რუსთავი 2”-ს ხომ არ იცავდა? ის იცავდა ყარამანაშვილს და სააკაშვილს, – ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც თამთა მურადაშვილის “რუსთავი 2”-დან გათავისუფლებას შეეხებოდა და იმას, რომ მურადაშვილი ტელეკომპანიის ადმინისტრაციის რიგითი თანამშრომელი არ იყო და მის სახელს უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოში ორი წლის წინ მიღწეული წარმატება.

კობახიძისთვის გაუგებარია, ადმინისტრაციულ ნაწილში საკადრო ცვლილებები რატომ შეიძლება ტოვებდეს სარედაქციო პოლიტიკასა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის შთაბეჭდილებას.

“გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე ხომ არ იდგა? – ის იდგა ყარამანაშვილის და სააკაშვილის სადარაჯოზე და რა კავშირშია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან?! ამდენი ხანია, არავინ შეხებია სარედაქციო პოლიტიკას და სარედაქციო კოლექტივს. იურისტის გაშვება რა კავშირშია სარედაქციო პოლიტიკასთან, აბსოლუტურად გაუგებარია”, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა მურადაშვილი რუსთავი 2-ში იურისტად მუშაობდა. ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ 5 აგვისტოს გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი