10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი სასამართლოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
11:00 იური ვაზაგაშვილის საქმეში ჩართული კრიმინალისტიკური ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში უკრაინაში, გამომცემლობა “ბლიც ინფორმის” გენერალური დირექტორი, იუშჩენკოს აპარატის ყოფილი უფროსი ვლადიმირ ჩეპოვოი და “რეპუტაციის ინსტიტუტის” დამაარსებელი ალექსეი ზუევი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: უკრაინა-საქართველო – პრობლემები და პერსპექტივები.
11:00 პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #238
11:00 საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო კონფერენციას გამართავს.
თემა: “სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის განვითარება საქართველოში: არსებული გამოწვევები და პერსპექტივები”.
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”
11:00 თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, არასამთავრობო ორგანიზაციები – ადამიანის უფლებათა ცენტრი, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და საზოგადოებრივი დამცველი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ძალოვან უწყებებში მაღალი თანამდებობის პირებად კონტრდაზვერვის ყოფილი კადრების დაწინაურება.
მის: მელიტონ ქანთარიას ქ. #11ა
11:30 “თავისუფალი თაობის” წარმომადგენელი გიორგი ყუფარაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან დაკავშირებით ბრალდებულ გია სოსანაშვილსა და იმ პირებზე ისაუბრებს, რომლის შესახებ მას ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე მიაწოდეს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე მის წინაარმდეგ ბრალდებებსა და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
11:30 “პირველ პრესკლუბში” “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანტიდისკრიმინაციულ კანონს არღვევს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
12:00 “ივერიონის” პრესკლუბში, პროფესორები მიხეილ ჯიბუტი და ზურაბ რევიშვილი, უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადებას გააკეთებენ.
მის: კოსტავას ქ. #6, I სად, III სართ.
12:00 პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #532
12:00 “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წევრი ლევან ჩიტაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ვაზაგაშვილის საქმე, შსს-სა და პროკურატურის რეფორმირების საკითხი.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
12:00 პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
12:00 საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერენ ფინანსთა მინისტრი, ევრობანკში საქართველოს მმართველი ნოდარ ხადური და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გენერალური მდივანი ენცო კუატროჩიოჩე.
მის: გორგასლის ქ. #16, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მე-6 სართული
12:00 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/43
12:00 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ბიზნესმენებთან შეხვედრას გამართავს.
მის: დიღომი, ბელიაშვილის ქ.#8, “მიონის” ბიზნეს ცენტრი, III სართ.
12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ევა გოცირიძე მედიაში მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
12:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში მსახიობები ზურა ყიფშიძე, გიორგი გურგულია, გოგა პიპინაშვილი და სხვები პრესკონფერენციას გამართავენ და უზენაესი სასამართლოს კანდიდატურას წარადგენენ.
12:30 “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
13:00 ჩინეთიდან საქართველოში პირველ სარკინიგზო გადაზიდვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ვარკეთილის საკონტეინერო ტერმინალში პრეზენტაციას გამართავს. მიწვეულია ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
13:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ელისო ჩაფიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” ბრიფინგს გამართავს.
თემა: იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე.
14:00 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ ნათია ზაალიშვილთან ერთად, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია საქართველოს შOშ ბავშვთა სოფელთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერს ხელს.
მის: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ., ცენტრალური საარჩევნო კომისია
14:00 პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მოისმენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ანგარიშებს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
14:00 პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
14:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში სოსო რობაქიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ვაზაგაშვილის საქმე.
14:00 სასტუმროში “თბილისი რუმსი” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წევრებსა და მთავრობის ხელმძღვანელ პირებს 2014 წელს განხორციელებულ მასშტაბურ სამუშაოებსა და 2015 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებს გააცნობს.
თბილისი, კოსტავას ქ. #14
15:00 მცხეთაში, ბებრისციხესთან ერეკლე მეორის საზოგადოების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ.
თემა: დაიწყოს გამოძიება ბებრისციხის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს პატრიოტთა ბანაკის ფუნქციას ასრულებდა.
16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება.
16:00 საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საყდრისის გადარჩენის კომიტეტი გამართავს აქციას, მოთხოვნით, “შეასრულოს ქვეყნის საგარეო უწყებამ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და შეასრულოს იუნესკოს რეკომენდაციები საყდრისთან დაკავშირებით”.
საკონტაქტო პირი ირაკლი – 577100202
18:00 “ბიბლუსი გალერეაში” საკონსულტაციო კომპანია “სინერჯი ჯგუფის” ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო ინფორმაცია: სოფო საყევარაშვილი, გამომცემლობა პალიტრა L-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი – 595 99 66 09