ახალი ამბები

GWP: მოდულის შენობასთან მიწის ჩამოშლის გამო ორ კორპუსს წყალი შეუწყდება

9 თებერვალი, 2015 •
GWP: მოდულის შენობასთან მიწის ჩამოშლის გამო ორ კორპუსს წყალი შეუწყდება

კომპანიის განცხადებით, შემთხვევა თავხელიძის ქ. N 1-თან, მშენებარე კორპუსის გათხრილი საძირკვლის ტერიტორიაზე მოხდა.

 

GWP-ს განცხადებით, „მოდულის“ შენობის მიმდებარედ მიწის ჩაწოლის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. აღნიშნულის მიზეზი, ამჯერადაც, სამშენებლო კომპანია შპს “ბანის” მიერ მშენებარე კორპუსის საძირკვლისთვის გათხრილი ქვაბულის არასათანადო გამაგრებაა.

 

„მოდულის“ შენობის მიმდებარედ, შემთხვევის ადგილზე, დაზიანებული საკანალიზაციო მილის აღსადგენად  მობილიზებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტები და საავარიო ბრგადები, რის გამოც, დღეს საღამოს, 20:30 საათიდან, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე კორპუსებს – N78ბ, 76ბ-ს და “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ოფისს წყალმომარაგება შეუწყდება, აცხადებენ კომპანიაში.

 

კომპანიის ცნობით, „მოდულის“ შენობის მიმდებარედ, მშენებარე კორპუსის გათხრილი საძირკვლის ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლის პირველი შემთხვევა 1 თებერვალს, ხოლო განმეორებითი – 2 თებერვალს მოხდა. ორივე ჯერზე, ავარიულად დაზიანებული საკანალიზაციო მილის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საკუთარი ძალებით აღადგინა.

 

Georgian Water and Power
Georgian Water and Power

მასალების გადაბეჭდვის წესი