ახალი ამბები

თბილისში ორი მეათეკლასელი დაჭრეს

9 თებერვალი, 2015 •
თბილისში ორი მეათეკლასელი დაჭრეს

“ორივე შემთხვევაში მიყენებულია მრავლობითი ჭრილობა სხეულზე, ამის ფონზე განვითარებული ჰემორაგიული შოკი და პლევრალული გართულება, რის გამოც ჩადგმულია პლევრაში  დრენაჟი. ამჟამად შოკის კლინიკდან ბავშვი გამოყვანილია, ჭრილობები დამუშავებულია, არის ერთი ჭრილობა მუცელში, სავარაუდოდ შემავალი, მაგრამ ჯერჯერობით ჩარევა არ სჭირდება. გაგრძელდება დაკვირვება”,- ამბობს იაშვილის კლნიკის კრიტიკული რეანიმაციის რეანიმატოლოგი დავით ფულარიანი.

 

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.  შსს-ს არც მუხლი დაუკონკრეტებია, რომლის მიხედვითაც გამოძიება დაიწყო.

 

იმ სკოლის დირექტორი, სადაც დაჭრილები სწავლობენ, აცხადებს, რომ შემთხვევა დღეს მიახლოებით 2 საათზე, სკოლიდან 200 მეტრში, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა.

დირექტორის თქმით, დაჭრილთაგან ერთი მათგანი სკოლაში დღეს არ იყო და ისინი სკოლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. დირექტორი ამბობს, რომ მათ ერთმანეთში არ უჩხუბიათ, არამედ მესამე პირმა დაჭრა, რომელიც მიმალვაშია და პოლიცა ეძებს.

მკვლელობა
მკვლელობა

მასალების გადაბეჭდვის წესი