“გამოცდების ოპტიმიზაცია არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რაიმე ხარვეზების აღმოფხვრა გვინდა. გვინდა, თითოეულ მოწავლეს ნაკლები გამოცდის ჩაბარება მოუწიოს. ახლა მოსწავლეებს ერთი ან ორი თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოცდების ჩაბარება უწევთ. სამინისტროს ხედვით, თითოეულ საგანში ერთხელ ჩააბარებენ გამოცდას და მიღებული შედეგები მისაღები გამოცდებისთვის ჩაითვლება”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ლია გიგაური.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრომ უკვე დაიწყო ამ საგამოცდო პროგრამაზე მუშაობა.
“ეს პროცესი იქნება ხანგრძლივი, იმიტომ რომ უნდა გაითვალოს ყველა რისკი და მაქიმალურად უნდა მივიღოთ საუკეთესო და ეფექტური საგამოცდო სისტემა. ჩვენი ვარაუდით ამ სისტემის შექმნაზე მუშაობა დასრულდება 2016-2017 სასწავლო წელს. თუმცა, ალბათ, ჯერ მოხდება ამ სისტემის გატესტვა.”
გიგაურის თქმით, თითქმის ყველა წარმატებულ ქვეყანში აღნიშნული გამოცდები ოპტიმიზირებულია.