ახალი ამბები

აფეთქება რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში – არიან დაშავებულები

5 აგვისტო, 2019 • 1093
აფეთქება რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში – არიან დაშავებულები

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში მდებარე სამხედრო ნაწილში დღეს, 5 აგვისტოს, აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული და საერთაშორისო მედია ავრცელებს.

Associated Press-ის თანახმად, ინციდენტის შედეგად, მინიმუმ, 4 ადამიანია დაშავებული. გამოცემის ცნობით, აფეთქება ბაზაზე მდებარე საბრძოლო მასალის საცავში მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა. სამაშველო სამსახურებმა 20 კილომეტრის რადიუსში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.

ბაზა სამხედრო ქალაქ აჩინსკიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოქალაქეებს მყისიერი საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მაინც ურჩიეს, სამხედრო ნაწილიდან მოშორებით დარჩნენ.

როგორც რუსულ სააგენტო TASS-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, იარაღის საწყობში, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, 40 000 სატანკო ჭურვი ინახება.

მასალების გადაბეჭდვის წესი