გამოცემის ცნობით, მერკელი ობამასთან საუბარში კიდევ ერთხელ გააჟღერებს, რომ გერმანია არ ეთანხმება აშშ-ში გაკეთებულ განცხადებებს უკრაინელი სამხედროების შეიარაღებასთან დაკავშირებით.
კონფერენციაზე უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც მიუნხენში 8 თებერვალს გაიმრთა, კანცლერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი სამხედრო ძალით ვერ გადაიჭრება.
უკრაინის კრიზისის რეგულირების საკითხებზე 11 თებერვალს გერმანიის საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრაც დაიგეგმა.
როგორც უნიანს კრემლის პრესსამსახურში განუცხადეს, ეგვიპტულ გამოცემა ალ ახრამთან საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ “ნათელია, კრიზისი იქამდე გაგრძელდება, სანამ თავად უკრაინელები ერთმანეთში არ მოილაპარაკებენ, სანამ არ დასრულდება რადიკალიზმისა და ნაციონალიზმის პარპაში, საზოგადოება კი კონსოლიდირებული არ იქნება პოზიტიური ღირებულებებისადა უკრაინის ინტერესების გარშემო. ამისთვის საჭიროა, რომ კიევის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის ხმა გაიგოს. საერთო ენა იპოვოს ქვეყნის რეგიონებისა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან. სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის ისეთი ფორმულა შეიმუშაოს, რომლის პირობებშიც ყველა მოქალაქისთვის ცხოვრება უსაფრთხო და კომფორტული იქნებოდა.”
მისივე თქმით, იქამდე გაგრძელდება ომი დონბასში, სანამ უკრაინა პრორუსულ ბოევიკებთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. პუტინის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კონფლიქტის მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ.
“კიევის მცდელობები ეკონომიკური წნეხის ქვეშ მოაქციონ დონბასი, მისი სიცოცხლისუნარიანობა დაბლოკონ, კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. ეს არის ჩიხში მოქცევის გზა, რომელიც კასატროფას გამოიწვევს”, – ამბობს პუტინი.