ახალი ამბები

გუდაური კობის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია

9 თებერვალი, 2015 •
გუდაური კობის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთში (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით, აცხადებს დეპარტამენტი.

 

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობისთანავე, ზვავსაშიშროების მოხსნასთან დაკავშირებით, დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად განახორციელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი