ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ჟურნალისტებმა მოძრაობა “ყარაბაღისთვის” დააარსეს

8 თებერვალი, 2015 • • 968
აზერბაიჯანში ჟურნალისტებმა მოძრაობა “ყარაბაღისთვის” დააარსეს

როგორც ნიჟატ დაგლარი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, მოძრაობა მიზნად მთიანი ყარაბაღისა და გაეროს მიერ აზერბაიჯანულ ტერიტორიებად აღიარებული მიმდებქარე რაიონების ოკუპაციიდან გათავისუფლებაში საკუთარი წვლილის შეტანას ისახავს.

 

“მოძრაობა გეგმავს რეგიონისა და ევროპის წამყვან რედაქციებს შეხვდეს და მათთან ითანამშრომლოს იმისთვის, რომ ყარაბაღისა და მისი ისტორიის შესახებ პუბლიკაციები მოამზადონ”, – წერია მოძრაობის განცხადებაში. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

 

ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 




მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი