ახალი ამბები

სამსახური საჭიროა, მაგრამ დედისთვის პირველი შვილების აღზრდაა – ილია II

4 აგვისტო, 2019 • 4825
სამსახური საჭიროა, მაგრამ დედისთვის პირველი შვილების აღზრდაა – ილია II

მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს, მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა, – ეს განცხადება ილია მეორემ 4 აგვისტოს საკვირაო ქადაგებაზე გააკეთა.

იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იმოღვაწეოს ერთგულად ყოველმა დედამ. მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა”, – განაცხადა პატრიარქამა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე სექსისტურ განცხადებას აკეთებს.

არქივიდან:

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე: ქმარი არის ოჯახის თავი, ქალის მთავარი ფუნქცია შვილთა ყოლაა

მასალების გადაბეჭდვის წესი