ჭავჭავაძის გამზირზე ხვალ მაგისტრალურ ქსელზე მესამე გადაერთებით სამუშაოები ჩატარდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 5 აგვისტოს14:00 საათიდან 6 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე ვაკე-საბურთალოს დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.
ქუჩები, რომლებსაც წყალი შეუწყდება - დააკლიკეთ
ჭავჭავაძის გამზირის N1-დან 11-ის ჩთ, N2-დან 32-ის ჩათვლით;
რაზმაძის ქ. N1-დან 21-ის ჩთ, N2-დან 20-ის ჩათვლით;
ბარნოვის ქ. N75-დან 83-ის ჩათვლით, N80-დან 94-ის ჩათვლით;
აბაშიძის ქ. N1-დან 19-ის ჩთ, N4-დან 20-ის ჩათვლით;
ფალიაშვილის N1-დან 33-ის, N2-დან 36-ის ჩათვლით;
კეკელიძის ქ. N1,3,5,7 და N17-დან 25-ის ჩათვლით, N2,4,6,8,16;
მელიქიშვილის ქ. N49-დან 57-ის ჩათვლით;
თაყაიშვილის;
ნაფარეულის;
რ.ერისთავის;
ბაზალეთის;
შროშის;
იოველ ქუთათელაძის;
ქობულეთის;
მცხეთის;
ბურკიაშვილის;
შატბერაშვილის;
მარაბდის;
ჟვანიას;
მარუხის გმირების;
ტ.ტაბიძის;
ცხვედაძის;
აბაშელის ქუჩებს შესახვევებთ და ჩიხებით;
არაყიშვილის შესახვევს.
GWP-ს ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის პირველი და მეორე ნაწილი, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისიდან პიქსელის შენობამდე, დასრულების ეტაპზეა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთებზე 2.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა შეცვალეს:
მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, ჯივიპი განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს”.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიეწოდებათ.