ახალი ამბები

შეკვეთილში შრომისას სპეცტექნიკის მძღოლი გარდაიცვალა

3 აგვისტო, 2019 • 1030
შეკვეთილში შრომისას სპეცტექნიკის მძღოლი გარდაიცვალა

შეკვეთილში ცემენტის გადამზიდავი ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა. დაწყებულია გამოძიება იმის დასადგენად, რამდენად იყო დაცული უსაფრთხოება სამუშაოების წარმოებისას.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, სპეცტექნიკა მაღალი ძაბვის ხაზს წამოედო, ელექტროენერგია მანქანიდან მძღოლზე გადავიდა და გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი