ახალი ამბები

45-ე დღე – რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს

3 აგვისტო, 2019 • 716
45-ე დღე – რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს

პროტესტის 45-ე დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა.

“დღეს ვისაუბრებთ განვლილ 45 დღეზე, ხელისუფლების უმოქმედობაზე, ლეგიტიმაციადაკარგულ მინისტრზე, რომელიც 45 დღეა ემალება ხალხს. ტრადიციულად ვისაუბრებთ დაკავებულებზე, ადამიანებზე, რომლებსაც არასდროს დავტოვებთ მარტოს ბოროტი სისტემის წინაშე.

გავრილოვის ქვეყანაში შემომშვები და ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქციის მხეცურად დაშლის ბრძანების გამცემი, შს მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი