ახალი ამბები

ბაიდენი: უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი რუსეთისგან

7 თებერვალი, 2015 • • 1288
ბაიდენი: უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი რუსეთისგან

“აშშ-ს პრეზიდენტი და მე ვთანხმდებით იმაში, რომ არ დავიშუროთ ძალები და უკრაინაში კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდეს. თუმცა, როგორც კანცლერი ამბობს, ეს დახარჯული ძალისხმევაა”- განაცხადა ბაიდენმა. 

 

“ძალიან ბევრჯერ პუტინი გვპირდებოდა მშვიდობას, მაგრამ აგზავნიდა ტანკებს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის უზრუნველყოფას, რომ თავი დაიცვას. არა იმისთვის, რომ წავახალისოთ ომი, არამედ უნდა მივცეთ უკრაინას საშუალება, რომ თავი დაიცვას”- განაცხადა ბაიდენმა. 

 

ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტის ბლადიმერ პუტინის კომენტარიც შეაფასა, სადაც მან განაცხადა, რომ ომი არ სურს:

 

”თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, უნდა ვიმსჯელოთ საქციელით და არა სიტყვებით.”

 

ბაიდენის თქმით, თუ მოსკოვი ამ პოლიტიკას გააგრძელებს, მას საკმაოდ ძვირი ფასის გადახდა მოუწევს. 

 

ვლადიმერ პუტინს, ანგელა მერკელს და ფრანსუა ოლანდს შორის კრემლში გამართული 5-საათიანი მოლაპარაკებები 7 თებერვალს დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ სასწრაფოდ მიიღონ დოკუმენტი, რომელიც უკრაინის კონფლიქტს მშვიდობიანად მოაგვარებს – წერს ბიბისის რუსულენოვანი გამოცემა.

ჯო ბაიდენი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი