ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრით გამყარდა

2 აგვისტო, 2019 • 946
ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებით 4 თეთრით გამყარდა. 3 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8870 ლარია.

რაც შეეხება ევროს, ახალი ოფიციალური კურსით ლარი მასთან მიმართებითაც გამყარდა: 1 ევროს ღირებულება  3.2037 ლარია, რაც 3 თეთრით ნაკლებია 2 აგვისტოს კურსზე.

რამდენიმედღიანი უწყვეტი გაუფასურების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გამყარება პირველ  აგვისტოს დაიწყო. ამას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის მიერ  სავალუტო აუქციონზე 32 800 000 აშშ დოლარის გაყიდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი