პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჯონ ბოენერმა განაცხადა, რომ ეს საკითხი იოლად ვერ გადაწყდება და ბარაკ ობამას კანონმდებლების და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
დემოკრატების ლიდერი ნანსი პელოსი ამბობს, რომ ჯერ არ არის შეთანხმებული, რომელ გეოგრაფიულ ნაწილზე გამოიყენებენ ძალას და კონკრეტულად რა ტიპის სამხედრო ძალის გამოყენებას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები.
3 თებერვალს “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა იორდანელი პილოტის ცოცხლად დაწვის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. პელოსის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ და იორდანიას, რომელმაც “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლა დაიწყო, დახმარება აღმოუჩინოს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სამხედრო ინტერვენციის განხორციელების გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად შეუძლია. კონგრესის თანხმობა მას იმ შემთხვევაში ჭირდება, თუ სამხედრო ოპერაცია 16 დღეზე მეტხანს გაგრძელდება.