ახალი ამბები

“ივანიშვილი ტოტალური კონტროლის დამყარებისკენ წავიდა” – ვაშაძე გვარამიას გამოკითხვაზე

2 აგვისტო, 2019 • 716
“ივანიშვილი ტოტალური კონტროლის დამყარებისკენ წავიდა” – ვაშაძე გვარამიას გამოკითხვაზე

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ნიკა გვარამიას დაკითხვაზე დაბარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ “ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობას ცდილობს”.

“დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი წავიდა ტოტალური კონტროლის დამყარებისკენ. და ყველა გამოვლინება თავისუფლების, თავისუფალი სიტყვის გამოხატვის, პოლიტიკური ოპონირების – უნდა, რომ ყველაფერი ჩაახშოს.

ეს პროცესი აქამდეც დაწყებული იყო ნიკა მელიას სახით, ოქრუაშვილის სახით და, ალბათ, კიდევ სხვებიც იქნებიან. მე უბრალოდ გამიმართლა და იმ ღამეს საქართველოში არ ვიყავი, თორემ, ალბათ, მეც ციხეში ვიქნებოდი”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამია ივანიშვილისთვის “რამდენიმეკომპონენტიანი პრობლემაა” და განმარტავს:

“პირველი, ეს იყო მედიათავისუფლების და ალტერნატიული აზრის გარანტი, რომელიც მოაშორა რ2-ს. მეორე – ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ის ახალი ტელევიზიის ჩამოყალიბებას აპირებს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი ექნებოდა და უნდა ძირშივე მოსპოს ეს ყველა შესაძლებლობა. და მესამე, რომ ნიკა გვარამია ივანიშვილისთვის პოლიტიკური ოპონენტიც იყო და, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ხვალ და ზეგ იქნება ასეთი უსამართლო მიდგომები”, – ამბობს ვაშაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი