ახალი ამბები

ნეტგაზეთის გამოკითხვა: უმრავლესობა ლარის კურსზე ივანიშვილის განცხადებას არ ეთანხმება

6 თებერვალი, 2015 •
ნეტგაზეთის გამოკითხვა: უმრავლესობა ლარის კურსზე ივანიშვილის განცხადებას არ ეთანხმება

შეკითხვას, როგორ იმოქმედა დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებამ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, გამოკითხულთა 88,69 პროცენტმა უპასუხა, რომ ნეგატიურად, 9,33 პროცენტის განცხადებით, მისი ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 1,7 პროცენტის თქმით, ამ პროცესმა მის შემოსავლებზე დადებითი ეფექტი იქონია.

 

 

ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეობა 1061-მა მომხმარებელმა მიიღო. ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული გამოკითხვა რეპრეზენტატული არ არის და მასში ნეტგაზეთის მკითხველები მონაწილეობდნენ.


ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლარის გაუფასურების საკითხს მოგონილ თემას უწოდებს და მიაჩნია, რომ ეროვნული ვალუტა მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მერყეობს. მისი თქმით, ეს პროცესი საზოგადოებას ტვირთად არ აწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი