ახალი ამბები

პრემიერი იმ სახელმწიფო მოხელეების დასჯაზე საუბრობს, ვინც ბიზნესს ბარიერებს შეუქმნის

5 თებერვალი, 2015 •
პრემიერი იმ სახელმწიფო მოხელეების დასჯაზე საუბრობს, ვინც ბიზნესს ბარიერებს შეუქმნის

“საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს კონკურენტული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოა, ბიზნესი ხელისუფლების ჩარევისგან სრულად თავისუფალია, თუმცა ბიზნესმენებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი და არაფრისმომცემი ბიუროკრატიის შექმნა დაუშვებელია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის და პრობლემებს დროულად არ მოუგვარებს”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი