“გამოძიება 210-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, – განუცხადეს ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში.
სისხლის სამრთლის კოდექსის 210-ე მუხლი ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს, რაც ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ითვალისწინებს.
სარეკლამო კომპანია outdoor.ge წინა ხელისუფლების დროს თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობდა.