აღნიშნულ საკითხზე, როგორც მთავრობაში აცხადებენ, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა.
“კომისიამ დაიწყო აქტიური მუშაობა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციაზე. პირველ სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ტექნიკურ-საპროექტო ღონისძიებებზე. დაისახა გეგმები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება, განსაკუთრებით კი CERN -თან და CNAO-სთან სამეცნიერო-საკონსულტაციო სამუშაოების კოორდინირება”, – წერი მთავრობის განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციითვე, კომისიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თანათავმჯდომარე კი – ფიზიკოსი გია დვალი.
“კომისიის შემადგენლობაში შედიან: ,,ქართუ“ ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ,,ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ ლომთაძე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტები”, – წერია განცხადებაში.