ახალი ამბები

კაპროვანის სანაპიროზე ორი ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

31 ივლისი, 2019 • 865
კაპროვანის სანაპიროზე ორი ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ურეკსა და შეკვეთილს შორის, კაპროვანის სანაპირო ზოლზე დღეს ორი ადამიანი დაიხრჩო. გარდაცვლილებს შორის ერთი არასრულწლოვანია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, ორივე მათგანი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო ბრიგადა, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი