ახალი ამბებისამართალი

თბილისის აეროპორტში 20 კგ. მარიხუანა ამოვიღეთ – შსს

31 ივლისი, 2019 • 1947
თბილისის აეროპორტში 20 კგ. მარიხუანა ამოვიღეთ – შსს

მიმდინარე წლის 27 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1978 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვ.ს. დააკავეს, რომელსაც, გამოძიების მიხედვით, 20 კგ. მარიხუანა შემოჰქონდა საქართველოში.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტში- “თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”- ეჭვის საფუძველზე, საზღვარგარეთიდან მომავალი, საეჭვო ტრანზიტული მარშრუტის მქონე მგზავრის, ვ.ს-ს კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 20 კილოგრამი მარიხუანა გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით,ასე გამოიყურებოდა თითქმის 20 კგ. მარიხუანა თბილისის აეროპორტის სკანერში

შემოსავლების სამსახურის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 20 კილოგრამამდე მარიხუანა შემოჰქონდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

მასალების გადაბეჭდვის წესი