ახალი ამბები

რ2 ეროვნული მაუწყებლობიდან აღარ გაითიშება, გაურკვეველია ტვ პირველის ბედი 

31 ივლისი, 2019 • 1348
რ2 ეროვნული მაუწყებლობიდან აღარ გაითიშება, გაურკვეველია ტვ პირველის ბედი 

“რუსთავი 2” ეროვნული მაუწყებლობიდან აღარ გაითიშება და მოქალაქეები კვლავ შეძლებენ ჩვეულებრივი ანტენით მისი სიგნალის მიღებას. “სტერეო პლუსში”, რომელიც  საქართველოში ციფრულ მაუწყებლობას უზრუნველყოფს, ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2-მა” კომპანიის ანგარიშზე თანხა ჩარიცხა და ავტომატურად მოიხსნა დღის წესრიგიდან არხის გათიშვის საკითხი. 

“სტერეო +ში” ასევე გვითხრეს, რომ განცხადების გავრცელების შემდეგ მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია “ტვ პირველს”, რომელიც დავალიანების გამო, შესაძლოა, პირველი აგვისტოს 24:00 საათზე ეროვნული მაუწყებლობიდან გაითიშოს. 

ნეტგაზეთი ცდილობს “ტვ პირველთან” კომუნიკაციას, თუმცა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, “სტერეო პლუსმა” “რუსთავი 2-ის”, “ტვ პირველის” და “ერთსულოვნების” შესაძლო გათიშვის შესახებ განცხადება დღეს დილას გაავრცელა. კომპანიის თქმით, არხებს ფინანსური დავალიანების დასაფარად ვადა პირველ აგვისტომდე აქვთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი