“გარდიანის” ინფორმაციით, თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა ტაივანის ქალაქ ტაიპეიდან კინმენის მიმართულებით. ბორტზე 53 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. თვითფრინავი აფრენიდან სამ წუთში ჩამოვარდა.
ამ დროისთვის გადარჩენილია 20-ზე მეტი ადამიანი, სამაშველო ოპერაცია კვლავაც გრძელდება, თუმცა ბოლო 5 საათის მანძილზე არც ერთი გადარჩენილი არ არის ნაპოვნი.
ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ თავდაპირველად თვითმფრინავი ტაქსის მანქანას ნაწილობრივ დაეჯახა და ამის შემდეგ ჩავარდა მდინარეში. ტაქსის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი თავის ქალის დაზიანებით, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დღევანდელი ავარია ავიაკომპანია “ტრანსაზიის” მეორე ფატალური რეისი იყო ბოლო 7 თვის განმავლობაში. გასულ წლის 24 ივლისს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 58 მგზავრიდან 48 გარდაიცვალა.